პრემიერ მინისტრი პატრიარქზე: ეს არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც სცილდება ამა თუ იმ რელიგიას
21-12-2017, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც სცილდება ამა თუ იმ რელიგიას", აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქზე საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას გუშინ გააკეთა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს, რაც საყოველთაო სახალხო ზეიმი იქნება.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს და სასიამოვნო დამთხვევაა ისიც, რომ აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 25 წლის იუბილე, ხოლო პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

 


„ეს არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც სცილდება ამა თუ იმ რელიგიას და მინდა, ამ ტრიბუნიდან უდიდესი მოწიწებით დიდი მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რაც ჩვენს ქვეყანაში გააკეთა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს. ეს იქნება საერთო სახალხო ზეიმი განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და გვინდა, საქართველოს ყველა მეგობარმა იზეიმოს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი