პრეზიდენტმა საახალწლოდ მოსახლეობას ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდა
21-12-2017, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიის „მოითხოვე ქართული" ფარგლებში, კომპანიებს „ნატახტარსა" და „ზედაზენს" ეწვია, რომელშიც „ბარამბოს" პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდიც იყო წარმოდგენილი.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან ერთად, დაათვალიერა „ზედაზენის" ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა, რომელშიც ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა. პრეზიდენტი ლუდის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.

 


კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ტექნოლოგიური აღჭურვითა და ნედლეულის ხარისხით „ზედაზენი" უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია და მისი პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელდა მსოფლიოს 23 ქვეყანაში. ჩეხი და გერმანელი მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი, სისტემატურად მუშაობენ საერთაშორისო ხარისხის და სტანდარტის დამკვიდრებაზე.

 


ზედაზენში" კომპანია ბარამბომ" პრეზიდენტს საახალწლო ხაზის პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდი წარუდგინა.

 


ლუდსახარშში ნატახტარი" საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის წარმომადგენლებმა გიორგი ქოქიაშვილმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა ჯუნეით არათიმ უმასპინძლეს და კომპანიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს ლუდის ცხრა ბრენდს, ორ ქვებრენდს და ლიმონათის რვა არომატს სთავაზობს.

 


დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია მოითხოვე ქართული". ამ კამპანიის სულისკვეთებით ჩვენ შემოვიარეთ ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონი, ვნახეთ არაერთი ქართული წარმოება, რომელიც ამდიდრებს საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს. დღეს ჩვენ ვართ ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, მოვინახულეთ ზედაზენი", ბარამბო", ნატახტარი".

 


მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია პრაგმატული, ყოველდღიური პატრიოტიზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოითხოვოთ ქართული პროდუქცია, შეიძინოთ ქართული პროდუქცია, გავაძლიეროთ საქართველო.

 


ნამდვილად, ის საახალწლო სუფრა, რომელიც მე მინდა, რომ ყველა ოჯახში ხვავიანი და ბარაქიანი იყოს კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს თუ სავსე იქნება ქართული პროდუქციით, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, ქართველების მიერ და რომელიც ჩვენს მოქალაქეებსაც გაამდიდრებს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი