ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გუშინ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„კრიმინალური მენტალიტეტის მოძველბიჭო ხულიგნები არიან მთელი ეს ბრბო, რომელიც გუშინ პარლამენტში იჯდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობაც“ ეს არის - მოვიდნენ ქვების სროლით, წავიდნენ ქვების სროლით", განუცხადა სუბარმა „რუსთავი 2"-ს.
პარლამენტში გუშინ, მთავრობის წევრების უმცირესობასთან შეხვედრაზე, ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.