გიორგი კვირიკაშვილი: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები
21-12-2017, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულის მაჩვენებელი, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა შინგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას სამინისტროს განვითარების გეგმის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

„გიორგი გახარიას აქვს სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტის და როგორც გუშინ გამოჩნდა, ასევე, საპარლამენტო დეპუტაციის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაც, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც დანაშაულთან ბრძოლაში ხელშესახებ შედეგს მოგვიტანს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში, ჩვენც არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დანაშაულთან ბრძოლა არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულის მაჩვენებელი. აქ ჩვენ, აუცილებლად, მთელმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა უნდა გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი