ზურაბ ჯაფარიძე: სასწრაფოდ უნდა მოხდეს მთავრობის ხარჯებისა და გადასახადების შემცირება
12-05-2015, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყის კრიზისიდან გამოყვანას.


ჯაფარიძის თქმით, საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და  სავიზო რეგულაციების გაუქმება.


აღნიშნული განცხადებით ჯაფარიძე "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.


დეპუტატის თქმით, პირველად მოხდა, რომ მთავარი პრობლემების სამეული მთლიანად ეკონომიკური შინაარსისაა და წარმოადგენს სამუშაო ადგილებს (66% - იყო 63%), ფასების ზრდას და ინფლაციას (43% - იყო 19%), სიღარიბეს (39% - იყო 32%).


"პირველად მოხდა, რომ ხალხის რაოდენობა ვინც ამბობს, რომ მთავრობა არ ატარებს მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, აღემატება მათ, ვინც ამბობს, რომ მთავრობა ასეთ ცვლილებებს ატარებს. მათი რიცხვი ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით არის რეკორდულ ნიშნულზე. ასევე რეკორდულად შემცირდა იმათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას და წინა კვირაში, ივანიშვილის მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ დაამტკიცა მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მოსახლეობას რომ შევახსენოთ, მთავრობას დღემდე არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა და დღემდე არ წარმოუდგენია როგორ აპირებს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, რაც გარდაუვალია ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნის გამო. ვთვლი, რომ სასწრაფოდ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს, მთავრობის ხარჯების შემცირება, გადასახადების შემცირება და ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული, მათ შორის სავიზო რეგულაციების გაუქმება. ივანიშვილის მთავრობას არ გააჩნია ამ ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება და ის უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნებას არაერთი წელი დასჭირდება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი