„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში გუშინ მასსა და პრემიერ მინისტრს შორის მომხდარ მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებასა და აღნიშნულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასებებს ეხმაურება.
ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს პროვოკაციას უწოდებს, ახალ რეალობას ამკვიდრებს.
„ქართულმა ოცნებამ" და პრემიერმა კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტმა - მე მოვისმინე მათი კომენტარები - ახალი მოცემულობა შექმნეს და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა, რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციური დეპუტატებისგან? ქებას დავუწყებთ და დიდებას მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს; მაშინ, როდესაც ქვეყანას ვერ სთავაზობენ ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას....
იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე „ქართული ოცნების" ლიდერებს და დეპუტაციას, რომ მგონი, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა....
არ მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც ადმაიანი. მე მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც პრემიერ მინისტრი - ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია მართვის სადავეები ამ ქვეყნისა", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ნიკა მელიამ.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირებისას უცენზურო სიტყვებით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.