„როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ", მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ქანთარიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილი „ძალიან კარგი პრემიერ მინისტრია".
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ. ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ მინისტრი.... ბრძანდებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ფიქრობთ თუ არა, რომ პარტიული რესურსის გამოყენება უფრო მეტად უნდა მოხდეს? რამდენადაც ვიცი, კაბინეტს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ბატონი სოზარია პარტიის წევრი. ფიქრობთ თუ არა მომავალში, რომ პარტიული რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია?“, მიმართა ქანთარიამ კვირიკაშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.