შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გუშინ გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება.
მინისტრს მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის" პროვოკაციულ და ჭორებზე დაყრდნობილ ქმედებებზე, მმართველ გუნდს რეაქცია არ უნდა ჰქონდეს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია, მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მოვახდინო. ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია“, განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.