31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული დასავლური არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე საჭიროა პროდასავლური ძალების კონსოლიდაცია ევროატლანტიკური იდეის პოპულარიზაციის მიზნით.
"მე ვფიქრობ, რომ შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ამ მიმართულების – ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით, უნდა უფრო გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.