ლატვიამ მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა და ნაცისტური გერმანიის ვეტერანების სტატუსი გაათანაბრა
21-12-2017, 19:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლატვიის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც იმ ვეტერანების სტატუსს ათანაბრებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა კავშირს წარმოადგენდნენ და ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, და ასევე ვინც გერმანიის მხარეზე იყო და საბჭოთა კავშირს ებრძოდა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 


კანონპროექტი პარლამენტს ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი საქმეების კომისიამ შესთავაზა. კანონი მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც ლატვიის მოქალაქეები არიან და არ შეეხება მათ, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ წარმოადგენენ. ლატვიაში 200 ათასზე მეტი ამ ქვეყნის არამოქალაქე ადამიანი ცხოვრობს.

 


მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებად აღიარებული არიან ის ადამიანები, რომლებიც 1940 წლის 17 ივნისის მდგომარეობით ლატვიის მოქალაქეები იყვნენ, და ქვეყნის მუდმივი მცხოვრებნი, რომლებიც ამ თარიღამდე ლეგალურად შევიდნენ რესპუბლიკაში.

 


ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის სტატუსზე უარი ეთქმებათ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებს და მის გასამხედროებულ სტრუქტურებს, საიდუმლო პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურს. ამავე სტატუსს ასევე ვერ მიიღებენ ისინი, ვისაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული აქვს ჩადენილი და ვინც „КГБ“-ს ყოფილი თანამშრომელი იყო. თუმცა ეს არ ეხება მათ, ვინც საბჭოთა დროში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობდა, წერს რუსული სააგენტო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი