გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს უკან წაიღოს მის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება.
როგორც BBC იუწყება, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის „ანულირებული და ძალადაკარგული“ და ის უნდა გაუქმდეს.
რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა და 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
9 წევრი, რომელმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა არიან: შეერთებული შტატები, ისრაელი, გვატემალა, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, პალაუ და ტოგო.
მათ შორის, ვინც თავი შეიკავა, იყვნენ კანადა და მექსიკა.
მათ შორის, ვინც ხმა მისცა რეზოლუციას, სხვებთან ერთად იყვნენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, 5-დან 4 - ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი.
21-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.