საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პარლამენტში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა.
გოცირიძეს მიაჩნია, რომ საპარალამენტო ვადა ისე ჩაივლის, რომ დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ.
„მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას სწორედ ამ სიმართლის მოსმენა არ უნდოდათ. ოპოზიციის მხრიდან ერთი სიტყვაც არ თქმულა, რომელიც პოლიტიკურ შინაარსსა და კორექტულობას სცილდებოდა. ყველანი საპარლამენტო მუშაობის ჩარჩოში ვიყავით, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა. საპარალამენტო ვადა ისე ჩაივლის, რომ დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ. გუშინ ეს ყველაფერი გაუხარდათ, რადგან ფუნქცია გაუჩნდათ და დაინახეს, რომ რაღაცით შეუძლიათ, მთავრობის წინაშე წარსდგნენ. ეს ყველაფერი იმაში გამოიხატა, რომ სკამებზე უბრახუნებდნენ, დეპუტატებს უყვიროდნენ და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ყველაზე სამარცხვინოა, რომ თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხოველებმა. ტურები რომ გამოძვრებიან ფილმებში და მსხვერპლს დაესევიან, ზუსტად ასეთი ეფექტი მოახდინეს, ოღონდ დაბალი კლასის ცხოველებივით, მაღალ კლასშიც კი ვერ ავიდნენ”, განაცხადა გოცირიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.