"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გუნდში ყველაზე ავბედითი ფიგურა ნოდარ ჯავახიშვილია. მისი თქმით ჯავახიშვილი ნასამართლევია და ის მხედრიონელების ბანკირი იყო.
„ჯავახიშვილი იყო დეპუტატი აღორძინებიდან, მრავალპატრონგამოცვლილია მხედრიონის შემდეგ, ამიტომ ის არის ძალიან საშიში მაფიოზა პიროვნება, რომელიც კარგად მოუღებს ბოლოს სამინისტროს. სხვათაშორის მან სცადა ჩემი პარტიიდან ზოგიერთი ფულით გადაებირებინა, მაშინ როცა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. ბატონი ჯავახიშვილი მისდა სამარცხვინოდ ჩემი პარტიელების ფულით გადაბირებას ცდილობდა. ერთ-ერთი პიროვნება მან ფულით იყიდა, მაგრამ არ გეტყვით ვისზეა ლაპარაკი. მან ჩემი პარტია დატოვა მაგრამ ოცნებამ არ მიიღო. ფული მათ გადაუხადეს ლეიბორიუსტული პარტის დატოვებაში “ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.