კახა კალაძის თქმით, ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება
22-12-2017, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი საბავშვო ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა.

 


კახა კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება და კონკრეტული გეგმა საზოგადოებისთვის სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

კალაძე არ გამორიცხავს, რომ სოციალური დახმარებების სქემებიც გადაიხედოს, რადგან ისინი მისივე შეფასებით, უკვე მოძველებულია.

 

 

„ზოგადად, სოციალურად დაუცველთა მიმართულებითაც გასატარებელია რეფორმა, მოძველდა ის აუცილებელი სტატუსი, რაც არის და, ვფიქრობ, გადახედვა სჭირდება, ყველაფერი უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან, პატარებიდან, მათგან ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება და თანადგომა. სახელმწიფო ძალიან ბევრს ფულს ხარჯავს და აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი