კობა გვენეტაძე: საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსი აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის
22-12-2017, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

 


„საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა აუცილებელია კონკურენტ­უნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის", განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ანგარიშის წარდგენისას.

 

 

მისი თქმით, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი ოპტიმალურია საქართველოს ეკონომიკისათვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

 

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს გაცვლით კურსს საბაზრო მექანიზმები განსაზღვრავს.

 

 

„ეს გულისხმობს, რომ გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ხასიათდება მერყეობებით. მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების მშთანთქავ ფუნქციასაც, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. 2008-2009 წლის კრიზისმაც აჩვენა, რომ მოქნილი გაცვლითი კურსის მქონე ქვეყნების ეკონომიკებმა უფრო ნაკლები სიმწვავით განიცადეს რეცესია და ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გაჯანსაღების პროცესიც უფრო სწრაფად წარიმართა“, განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი