ჯანდაცვის სამინისტრო: სადღეისოდ ქვეყანაში საარსებო შემწეობას 136,102 ოჯახი და 403,196 პირი იღებს
12-05-2015, 05:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრები ჯიჯეიშვილების ოჯახში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხსულიანმა ოჯახმა, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, სოციალური შემწეობის მიღება აპრილიდან დაიწყო. მანამდე მათი სარეიტინგო ქულა მაღალი იყო და ფულად შემწეობას არ იღებდნენ. ახლა მათი სარეიტინგო ქულა 50 000-ია და, როგორც უმწეოთა ოჯახი, საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პროგრამითაც სარგებლობს.


სააგენტოს დირექტორმა ოჯახს უმწეოთათვის განკუთვნილ სხვა პროგრამებზეც მიაწოდა ინფორმაცია და მათ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართვაც შესთავაზა. დღესდღეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 136,102 ოჯახი და 403,196 პირი იღებს.

 


როგორც უწყებაში აცხადებენ, სოციალურად დაუცველთა ბაზების განახლებას სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს. პროგრამას მუდმივად ემატება და აკლდება შემწეობის მიმღები ოჯახები. სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულას სპეციალური პროგრამა ადგენს. შემწეობის დანიშვნის (ანუ დაბალრეიტინგიანი ქულის მინიჭების) სტატისტიკა მიმდინარე წელს ასე გამოიყურება; დანიშვნების რაოდენობა (ოჯახები): მათ შორის ახლად დანიშნული: 2015, იანვარი – 3949 1732 2015, თებერვალი- 2688 1004 2015, მარტი- 4047 1530 2015, აპრილი- 4072 1603.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი