გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე, რაც ფხენიანის მიერ ბოლოდროინდელი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უკავშირდება, იუწყება BBC.
შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული რეზოლუცია მოიცავს ზომებს, რომელიც ქვეყნის საწვავის იმპორტის 90%-ამდე შემცირებას ითვალისწინებს.
ჩინეთმა, ჩრდილოეთ კორეის მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა რეზოლუციის სასარგებლოდ მისცა ხმა.
ფხენიანის მიმართ აქამდე უკვე არაერთი სანქციაა დაწესებული აშშ-ის, გაეროს და ევროკავშრის მხრიდან.
ვაშინგტონი ფხენიანის მიმართ სანქციებს 2008 წლის შემდეგ აწესებს და მას უკვე გაყინული აქვს იმ ინდივიდების და კომპანიების ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან და ამავე დროს თეთრი სახლი კრძალავს საქონლის ექსპორტს და მომსახურებებს ქვეყანაში.
აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰელიმ განაცხადა, რომ სანქციებმა „ფხენიანს უეჭველი შეტყობინება გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ შემდგომი უპატივცემულობა, შემდგომ დასჯას და იზოლაციას წარმოშობს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.