თავდაცვის მინისტრი უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა - მოხსენების მთავარი თემები განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები იყო
23-12-2017, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი მიზანია სამხედრო განათლების, სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების, განსაკუთრებით SNGP-სა და GDRP-ის სინქრონიზებით, საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებით, ეროვნული თავდაცვითი რესურსების მობილიზებით, ადეკვატური დაფინანსებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებით, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება, ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“, ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ წარუდგინა.

 

 

 


თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემები უწყებაში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები იყო. თავდაცვის მინისტრის მოხსენების მიხედვით, 2018 წლის მთავარ გეგმებს შორისაა ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.

 


რაც შეეხება 2017 წელს, ლევან იზორიამ მთავარ მიღწევად თავდაცვის ბიუჯეტის ადეკვატურად გადანაწილება და დაბალანსება, რომლის 18 პროცენტიც აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, საქართველოში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მასშტაბების მზარდი დინამიკა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები და საერთაშორისო ღონისძიებები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები, ასევე ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება და რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გამოყო.

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.

 


თავდაცვის მინისტრის მოხსენება, ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული მიმართულებები, ეროვნული თავდაცვის გეგმა, განახლებული წვევამდელთა სისტემა, ასევე სოციალური მიმართულება.

 


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი