სულ მცირე 180 ადამიანია დაღუპული, ათეულობით სხვა კი დაკარგულად არის გამოცხადებული ფილიპინების სამხრეთ ნაწილზე თავსდამტყდარი ტროპიკული შტორმის შედეგად, რომლის სიჩქარე 80კმ/სთ-ს შეადგენს.
როგორც BBC იუწყება, კუნძულ მინდანოს ზოგიერთ ნაწილში შტორმ „თემბინს“ თან ახლავს თავსხმა წვიმა, წყალდიდობები და მეწყერები. ქალაქებში - ტუბოდსა და პიაგაპოში სახლების ნაწილი ქვა-ღორღშია ჩამარხული.

ტუბოდის პოლიციის ოფიცერმა გერი პარამიმ ახალი ამბების სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ ქალაქში სულ მცირე 19 ადამიანია დაღუპული.
„მდინარე ადიდდა და სახლების უმეტესობა წალეკა. აქ სოფლები უკვე აღარ არსებობს“, თქვა მან და დაამატა, რომ სოფელ დალამაში მოხალისეები ტალახში არიან ჩაფლულები და ცდილობენ ცხედრების მოძიებას და ამოყვანას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.