უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ამბროლაურის შესასვლელთან, დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყერი საჭიროებს აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას.
მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მოძიებულია ლიცენზირებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ადგილზე აფეთქებით სამუშაოებს შეასრულებს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზებით: ახალსოფელი–ამბოლაურისა და ახალსოფელი–იწა–ამბროლაურის მიმართულებით, სადაც მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას და ფოტომასალას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.