საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ დაინტერესდა “პანორამა თბილისთან” დაკავშირებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და აღნიშნული პროექტის გარშემო გამოკითხვა ჩაატარა.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა „პრაიმ-თაიმის“ პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, „პოზიციის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციებიდან და დედაქალაქის საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებიდან ირკვევა, რომ „პანორამა თბილისი“ წარმოადგენს თბილისისისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, რადგან არ ზიანდება ძველი თბილისის იერსახე და პროექტის ყოფილ ნაგავსაყრელზეხორცილედება.
ადამაშვილის თქმით, გამოკითხულთა უმრავლესობა პროექტს დადებითად აფასებს, რადგან მისი განხორციელებისას ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არ იხარჯება და მასში დროებით თუ მუდმივად დასაქმებული იქნება ათასობით ადამიანი და მათი ოჯახები.
„როგორც ჩვენი შესწავლის შედეგად დადგინდა, პროექტი ქმნის მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას.
მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს,“ – აცხადებს გურამ ადამაშვილი.
როგორც „პოზიციამ“ გაარკვია, პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-სზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.