გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს
25-12-2017, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კატალიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.

 

 

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს.

 


ოთხი ათწლეულის წინ ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რაც დღეს ყველასთვის ცხადია - რომ თქვენი აღსაყდრება გახდებოდა ბოლო ათწლეულების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში. ურთულესი, დრამატული მოვლენების ამ ეპოქაში თქვენი ბრძნული მეგზურობა და სიყვარულით აღსავსე მსახურება პიროვნული სრულქმნის, თანამოძმეთა სიყვარულისა და უანგარო მსახურების ფასეულობათა დამკვიდრებით მყარ ნიადაგს ქმნის ჩვენი საზოგადოების ერთიანობისა და წინსვლისათვის.

 


ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე.

 


დღეგრძელობასა და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი