საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც თავად პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი პრემიერთან ერთად პირადად მიულოცა.
„ბედნიერ თარიღებს ვზეიმობთ - პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელს, შემდეგ მის დაბადების დღეს. ეს საიუბილეო თარიღები ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის და სიხარულის გრძნობას გვანიჭებს ყველას.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში გვყავს ასეთი პატრიარქი და გვყავდა მაშინ, როდესაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გვყავდა და გვპატრონობდა, დღესაც გვყავს, გვპატრონობს და გვაძლევს ძალას.
მე ვულოცავ მას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ სასიხარულო და საბედნიერო თარიღს. ვიხაროთ ამ მადლით, რომელიც ჩვენში არის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქალიშვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.