რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წელს ულოცავს.
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია მეორეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.
თქვენი, სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს და მადლობას ვუძღვნი უფალს, რომელმაც უხვად მოჰმადლა თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პიროვნებას და იმ დიად საქმეს, რომელსაც 40 წლის მანძილზე ემსახურებით.
ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც რჩეული ერი ღმერთმა უდაბნოში ატარა აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღვოდით თქვენს ერს ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა რწმენა უფლისა საქართველოს ოდითგანვე ღვთითკურთხეულ და ურიცხვ წამებულთა სისხლით გაჯერებულს, ათას ჭირვარამგამოვლილ ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.
ძვირფასო ძმაო, გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვისაც, რომ მომმადლა წყალობა პირადად გამეცანით და წმინდა, ძმური ამბორით გადაგხვეოდით.
მადლიერი ვარ უფლის იმ მღელვარებისა და სიხარულისთვის, რომელსაც ის შეხვედრა და თქვენი პიროვნება დღესაც აღძრავს ჩემში. შობის წინა დღეებში თქვენს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსურს, ჩვენს საერთო მამას ვთხოვო, მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ნუგეში, სულიერი სიხარული და შინაგანი ძალა არ მოაკლოს თავისი უხვი წყალობა თქვენს ძვირფას მსახურებას და თქვენს სიცოცხლეს.
განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის. ვთხოვ, უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა მოციქულთან სიტყვის მეშვეობით, რათა ყოველნი ერთ იყვნენ. ვატიკანი, პაპი ფრანცისკე“, ნათქვამია რომის პაპის წერილში, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესსვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.