საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, თქვენი აღსაყდრების 40 წლის იუბილე ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ღვთის უდიდესი მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით - ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის და მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია. თქვენ, თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ სათნოების, მიმტევებლობის საფუძველსა და მაგალითს. ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
სადღესასწაულო ლიტურგიას, რომელიც პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, პრემიერი მეუღლესა და უმცროს შვილთან ერთად დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რადგან, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან ერთად, აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.