"ინვესტორთა საბჭო, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის დიალოგის ახალ პლატფორმას შექმნის"
12-05-2015, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის მემორანდუმის გაფორმება, EBRD-თან ურთიერთობის განსაკუთრებული ეტაპია.

ღარიბაშვილის თქმით, ამ მემორანდუმის ფარგლებში, ინვესტროთა საბჭო შეიქმნა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში ინვესტიციის ზრდის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

მისივე განცხადებით, საბჭო, რომელის საქმიანობასაც თავად უხელმძღვანელებს, მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის, დიალოგის ახალ პლატფორმას შექმნის და საქართველოში ბიზნესსექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ პრემიერმა EBRD-ის პრეზიდენტთან სუმა ჩაკრაბარტისთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ეს ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის განსაკუთრებული ეტაპია. მემორანდუმის ფარგლებში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოში ინვესტიციის ზრდის მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ინვესტორთა საბჭო, მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის დიალოგის ახალ პლატფორმას შექმნის და ხელს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ინვესტორთა საბჭო 15 წევრიანი იქნება და მის შემადგენლობაში, როგორც ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები ასევე, საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში, აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა, იმ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომლებშიც საქართველოს მთავრობის მოქმედებები და ბანკის მხარდაჭერა ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შესაძლებელს გახდის.

მისი განცხადებით, მთავრობა ბიზნესსექტორის მიერ შემოთავაზებულ პროექტებს ყურადღებით განიხილავს და განახორციელებს.

ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ ამ პროექტების განხილვა ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე მოხდება.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შიდა და გარე ინვესტიციების ხელშეწყობის და შესაბამის სფეროებში პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენი მთავრობა EBRD-ის ხელმძღვანელობასთან და ასევე სხვა ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა სწორედ ინვესტიციის ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირების და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული. მოხარული ვართ, რომ მემორანდუმის ფარგლებში, ბანკი, თავისი სტრატეგიის შესაბამისად მხარს საქართველოს განვითარების გეგმას დაუჭერს. EBRD ასევე საქართველოს მთავრობასთან იმ სფეროებში ითანამშრომლებს, რომლებშიც მას საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება შეუძლია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის #829 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, მეუღლესთან ერთად ეწვია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი