გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია
25-12-2017, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სერჟ სარგსიანის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონის დადასტურებას.

 


საქართველო მიესალმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველო განიხილავს, როგორც ევროკავშირისგან მნიშვნელოვან გზავნილს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

 


გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2017 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველო - სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს სიმბოლურად დაემთხვა და აღნიშნა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე ახალი ფორმატის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ააშენეს. საქართველოს მიაჩნია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.

 


გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. საკითხი შეეხო, როგორც საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი ინტეგრაციით ხორციელდება.

 


საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერჟ სარგსიანს რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ნოემბერში, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნით გადადგა და ასევე გაკეთდა განცხადება ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პოსტის გახსნის შესახებ.

 


გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მიუწვდომელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის განათლების მიღების უფლება.

 

 

პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვექტორის სახელმწიფოების თანამშრომლობისათვის, რომლითაც სარგებელის მიღება შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენს რეგიონში განვითარებითა და ჯანსაღი კონკურენციით", იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი