სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და სომხეთის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტებმა, დელეგაციებთან ერთად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს.
აღინიშნა წინსვლა ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე წლის მონაცემებით ტვირთბრუნვა გაზრდილია 24%-ით, ვიზიტორთა რაოდენობა კი 18.5%-ით, თუმცა ნამდვილად არ არის შესაძლებლობების მაქსიმუმი და დელეგაციები თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
დელეგაციებს შორის შეხვედრისას საუბარი შეეხო: მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ენერგეტიკისა და ბიზნესის სფეროებში და ასევე კულტურისა და განათლების მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხს.
როგორც აღინიშნა, საქართველო მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ცნობილია, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე შეთანხმება გაფორმდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსანდრე ბარბაქაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.