სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში ავტობუსის მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდნის შედეგად
25-12-2017, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვში ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული 15 სხვას.

 


ინციდენტი მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ სიახლოვეს მოხდა.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ უეცრად თავისით დაიწყო მოძრაობა, იგი შეეცადა მის გაჩერებას, მაგრამ მუხრუჭებმა არ იმუშავა.

 

 

როგორც BBC იუწყება, დაზუსტებული მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, უცნობია. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიღუპა 4 ადამიანი, მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იური ტიტოვმა თქვა, რომ ინციდენტმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ავტობუსი 1 წლისაც არ იყო. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ინციდენტის ადგილას რეპორტიორებს უთხრა, რომ გაცემულია ბრძანება, მოსკოვის ავტობუსების მთელი პარკის შემოწმება მოხდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი