პანკისის ხეობის სოფელ დუისსა და ომალოში სპეცოპერაცია ტარდება. დუისში 60-ამდე სპეცრაზმელი ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთანაა მობულიზებული. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, ორი მათგანი ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს.
ტელეკომპანიის ცნობით, სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ასევე, სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან.
მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღი ამოიღესო. თუმცა ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და იარაღი არ ამოუღიათ. ცალსახად ჩატაევის საქმე უნდა იყოს იმიტომ, რომ ომალოელის დაკავების შემთხვევაში ამბობენ, რომ ის ბინის დაქირავებაში დაეხმარაო“, აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.