ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი იმყოფებოდა „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონაში, სადაც დეტალურად გაეცნო რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ბათუმის სერვის-ცენტრსა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მამუკა ბახტაძე გაეცნო იმ ელექტრონულ სერვისებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, რაც როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ბიზნესს საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.
„დღეს, გავეცანით მომსახურებას და იმ პროდუქტებს, რომლებიც მიმდინარე წელს შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, თანამშრომლებისგან მოვისმინეთ ინიციატივები თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება, ასევე, მათ გავაცანით ის რეფორმები, რომელსაც დავნერგავთ მომავალ წელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული საბაჟოს იდეაზე. პოზიტიური ფაქტია, რომ ჩვენს სერვის-ცენტრებში მომსახურების რაოდენობა პროცენტულად იზრდება. ამის პარალელურად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“, განაცხადა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო თანამედროვე, მომსახურება ორიენტირებული იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.