მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს
27-12-2017, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების და პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს. სხდომა, რომელიც ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, ამავდროულად წლის ბოლო სხდომაცაა.

 

 

სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 52 საკითხი, მათ შორის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხილვა, ასევე, დღევანდელ სხდომაზე მთავრობა „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესსა და პირობებს“ დაადგენს.

 

 

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ მხარი 103 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 17-მა დეპუტატმა მისცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი