რა შედეგით დასრულდა ჯონ ქერისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში რვასაათიანი მოლაპარაკებები
13-05-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "გულახდილი შეხვედრა" ჰქონდა. "ბიბისის" ცნობით, ჯონ ქერისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები სოჭში გუშინ საღამოს გაიმართა.


ორივე მხარის განცხადებით, რვასაათიანი მოლაპარაკებები ქერისა და რუსეთის ლიდერებს შორის დადებითად წარიმართა.


შეხვედრას რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. ქერი რუსეთში უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ გუშინ პირველად ჩავიდა. მაღალჩინოსნების საუბრის მთავარი თემა სწორედ უკრაინის კონფლიქტი იყო.



ჯონ ქერის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მინკსის შეთანხმება სრულად შესრულდეს და რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გააუქმებს აშშ და ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.

 


"მინსკის შეთანხმების განხორციელებაზე ყველა ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა აღებული", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.


ამერიკელმა და რუსმა მაღალჩინოსნებმა შეხვედრისას ლიბიის, იემენის, ირანისა და სირიის საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი