​საქართველოს პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა
27-12-2017, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 187 პირი.

 


კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

 


თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

 


შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

 


შეწყალების საკითხთა კომისიამ 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 1182 პირის საქმე განიხილა და კომისიის მუშაობის შედეგად, 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული.

 


ზვიად ქორიძის განცხადებით, რაც შეეხება "თეთრი ხმაურის მოძრაობის" რეკომენდაციას - როგორც კი ეს მოსაზრება მათ გამოთქვეს საჯაროდ, ჩვენ მეორე დღესვე გავაკეთეთ განცხადება და ახლაც გიდასტურებთ, რომ ნარკოდანაშაულების მიმართ პრეზიდენტის მიდგომა მაქსიმალურად ლოიალურია.

 


"იცით რომ სტატისტიკა ღიაა და შეგიძლიათ ნახოთ, დღესაც იმ 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ნახევარზე მეტი - 65 მსჯავრდებული სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე არის მსჯავრდებული და ასევე, იმ მსჯავრდებულებს შორისაც, ვისაც შეუმცირდა სასჯელი არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირები და ის ორი უვადო მსჯავრდებული, ვისაც დღეს პრეზიდენტმა უვადო მსჯავრი შეუცვალა ვადიანით და დაუდგინა კონკრეტული გათავისუფლების თარიღი, ორივე ეს მსჯავრდებული სწორედ ნარკოდანაშაულზე იხდიდა უვადო მსჯავრს", აღნიშნა ზვიად ქორიძემ როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი