საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურ თანამშრომლობას.
პრემიერ მინისტრმა თურქეთის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.