ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გახსნა.
2017 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე აღმოსავლეთ სარდლობის შტაბმა განხორციელებული სამუშაოებისა და სამხედრო სწავლებების შესახებ დეტალური ანგარიში წარმოადგინა.
შეხვედრას აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შემაჯამებელ ბრიფინგზე ოფიცრებმა მომავალი წლის დაგეგმილი სამუშაოები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საუკეთესო სერჟანტ-ოფიცრებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.