NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
უფრო კონკრეტულად რესპოდენტთა 3% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი "ძალიან კარგად მუშაობს", 16%-ის აზრით, "კარგად", 54% მარგველაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 13% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, დანარჩენებმა კი შეკითხვაზე პასუხი ან არ იცის, ან მისი დაკონკრეტებაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასების რეიტინგს, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას რესპონდენტთა 2% "ძალიან კარგად", 14% - "კარგად", 52% - "საშუალოდ", 16% - "ცუდად", 5% - "ძალიან ცუდად" აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში კი, აღნიშნული რეიტინგები ასე ნაწილდება: რესპონდენტთა 1%-ის შეფასებით, დავით უსუფაშვილი ძალიან კარგად მუშაობს, 17%-ის აზრით, კარგად, 51% ფიქრობს, რომ "საშუალოდ", 13%-ის აზრით, პარლამენტის სპიკერი ცუდად მუშაობს, 2% კი მის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.