ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ბაღის გახსნის ცერემონიალი, 27 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართა. საზეიმო ლენტი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია world vision-ის წარმომადგენელმა გაჭრეს.
სოფელ კლდის ბაღში, სადაც 13 ადგილობრივი დასაქმდა, ამ ეტაპზე ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. 45- მდე აღსაზრდელს კი საშუალება ექნება სკოლაში მისვლამდე სხვადასხვა უნარ- ჩვევებს დაეუფლოს.
სოფელ კლდის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა. შენობის რეაბილიტაციისათვის ჯამში 67 995 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, დაწესებულების აღჭურვისა და ინვენტარიზაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია world vision-ი მონაწილეობდა. საბავშვო ბაღში მოხდა ავეჯის, სამზარეულოს ინვენტარის, წიგნების და სათამაშოების შეტანა, რისთვისაც 21 700 ლარი დაიხარჯა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 24 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.