საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
28-12-2017, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1954 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მიერ გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ასევე დადგინდა, რომ მ.ო. 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება.

 


გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე და 344-ე მუხლებით", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი