თეთრი სახლის ეზოში თითქმის 200 წლის განმავლობაში მდგარ ისტორიულ მაგნოლიას, მელანია ტრამპის გადაწყვეტილებით, გარკვეულ ნაწილებს მოაცილებენ
28-12-2017, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ისტორიულ ხეს, რომელიც თეთრი სახლის ეზოში თითქმის 200 წლის განმავლობაში იდგა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გარკვეულ ნაწილებს მოაცილებენ.

 


მაგნოლია „ჯექსონი“ პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა მისი გარდაცვლილი მეუღლის სახსოვრად დარგო.

 


ის ისტორიული ცერემონიების ფონად არაერთხელ ყოფილა გამოყენებული და 1928 წლიდან 1988 წლამდე 20-დოლარიან ბანკნოტებზეც კი იყო გამოსახული.

 


მაგრამ, როგორც BBC იუწყება, ექსპერტები ამბობენ, რომ ხე დაზიანებულია და საფრთხის რისკებს შეიცავს. პირველმა ქალბატონმა მელანიამ მოუწოდა, რომ ხის დიდი ნაწილი მოცილებული იქნას.

 


თეთრი სახლის წარმომადგენლის, სტეფანია გრიშეს თქმით, ქალბატონმა ტრამპმა ითხოვა, რომ ნერგები შენარჩუნებულ იქნეს, რომ იმავე ადგილას ახალი ხის ხელახლა დარგვის შესაძლებლობა იყოს.

 

 

 


მისივე თქმით, მელანია ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ხე საფრთხეს უქმნიდა „ვიზიტორებს და პრესის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად, პირდაპირ მის წინ დგანან“, როდესაც საპრეზიდენტო ვერტმფრენის აფრენა ხდება.

 

 

მაგნოლიის ხის ცხოვრებამ 39 პრეზიდენტის ხანა მოიცვა და ის თეთრ სახლში ამერიკის სამოქალაქო ომის დროს და ორი მსოფლიო ომის პერიოდშიც იდგა.

 


ექს-პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ქალიშვილმა, ჩელსა კლინტონმა „თვითერზე“ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მაგნოლიის ხეს წლების განმავლობაში უვლიდა და ასევე ქალბატონ ტრამპს, მისი ხელახლა დარგვის გეგმების გამო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი