58 წლის ჩინელმა მამაკაცმა თბილისში სავალუტო ჯიხურის ქართველი მეპატრონე მოკლა
05-02-2014, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე, 1956 წელს დაბადებული ივანე კ. დააკავეს.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს მიმდინარე წლის 4 თებერვალს, შუადღეს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონესთან, 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

 


ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.



გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

 

 

 

 

 

http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/6141 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი