„ნუ შეეცდებიან შექმნან პანკისის მცხოვრებთაგან მტრის ხატი“ - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას სპეცოპერაციის შესახებ დეტალების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს
28-12-2017, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას პანკისის სპეცოპერაციის შესახებ დეტალების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.

 

 

როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე არ არსებობს პასუხები შეკითხვებზე, თუ როგორ მოხვდა ახმედ ჩატაევი საქართველოში და რა ფაქტები ადასტურებს, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ჩატაევთან კავშირი ჰქონდა.

 


წიკლაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, თუმცა ეს არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შეილახოს მოქალაქის სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰიპოთეტურად ასეთი დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი, აუხსნელია ასეთი სისასტიკე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იმ დროისთვის არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს და უბრალოდ ეძინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გააყალბოს ეს გამოძიება, არ გადატეხოს ჯოხი უდანაშაულო ადამიანებზე, ნუ შეეცდება შექმნას პანკისის ხეობის მცხოვრებთაგან მტრის ხატი და ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატით არ შექმნას წინაღობა იმისათვის, რომ ამ გარემოებებით ისარგებლონ უცხო ძალებმა", განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი