„რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობასა და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი გაუძვირდა. უფრო კონკრეტულდ კი, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება, მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის კი დაახლოებით, 8 თეთრით იზრდება.
რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე დაახლოებით, 43 თეთრით იზრდება.
„რუსთავის წყალი”, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და „მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს – გარდაბანში, ხოლო 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.
დადგენილი ტარიფები ძალაში 1-ლი იანვირდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.