„მცხეთის წყლის“ აბონენტებისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა. სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს კი დაახლოებით, 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით 35 თეთრით გაუძვირდა.
უფრო კონკრეტულად, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 0.204-დან 0.329 ლარამდე (სხვაობა 0.125), გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 2.402 ლარიდან 3.888 ლარამდე გაიზარდა (სხვაობა 1.486), ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 3.201 ლარიდან 3.548 ლარამდე (სხვაობა 0.347 ლარი).
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.