სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და სხვა ოთხმა კრიტიკული დაზიანებები მიიღო ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში, მრავალბინიან შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად.
როგორც BBC იუწყება, ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ხანძარი ქალაქის სულ მცირე ბოლო 25 წლის ისტორიაში ყველაზე საშინელი იყო. მისივე თქმით, გარდაცვლილთა შორისაა ერთი წლის ბავშვი.
ფორდამის უნივერსიტეტის და ბრონქსის ზოოპარკის სიახლოვეს, პროსპექტის გამზირზე, 5-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცეცხლის ჩაქრობას 160-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.