შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 წელს დაბადებული ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ვადით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ჯ. ს. და ა. ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.