გიორგი მარგველაშვილი: როცა ნარკოპოლიტიკა შედეგს არ იძლევა, სჯობს, აკრძალვები მოხსნა და ადამიანები თავისუფალი იყვნენ
29-12-2017, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საქმეთა კომისიას შორის შეხვედრა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელიც დღეს, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის ინიციატივით შედგა.

 


შეხვედრისას თეთრი ხმაურის მოძრაობამ, არასამთავრობო ორგანიზაციის ტალღა" და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების, შესაბამისი კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია მოისმინეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ის.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე ძალადობრივი ნარკოპოლიტიკაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და რომელმაც სტატისტიკურად ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველოში მუშაობდა და მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომელიც სამართალდამცავების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს.

 


„დღეს შევხვდი ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უკეთეს, უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, ვინც მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ უფრო ადეკვატური და ლოიალური ნარკოპოლიტიკის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა, ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ სტერეოტიპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა.

 


მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს, როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და ჯობია ადამიანები თავისუფალი იყვნენ, ამ ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად, დახურულ შეხვედრას ესწრებოდა, შეწყალების საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

 


ზვიად ქორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ერთერთი შედეგი იყო ის, რომ შეწყალების საქმეთა კომისია, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და მას შეწყალების მასალებს სთავაზობს, შეხვდეს ამ არასამთავრობოთა ჯგუფს და მათთან ერთად იმსჯელოს - როგორ შეიძლება მოხდეს ნარკოპოლიტიკის გააზრება.

 


ამ კომისიის წევრებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, წმინდა პრაქტიკული ხასიათის, რომლითაც ისინი გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფლად მიიღებენ. შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც, ოღონდ ეს ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია", აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი