ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ „მსოფლიო უყურებს“, თუ როგორ პასუხობს ირანული ხელისუფლება ანტი-სამთავრობო პროტესტს, რომელმაც რამდენიმე ქალაქში იფეთქა.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანელებს ყელში ამოუვიდათ „რეჟიმის კორუფცია და მის მიერ ერის სიმდიდრის ტერორიზმის დაფინანსებაში გაფლანგვა“.
გავრცელებული ცნობებით, პროტესტის გამოსახატად ათასობით ადამიანი გამოვიდა ირანის ქალაქების ქუჩებში, ხელისუფლებამ კი დაჟინებით მოუწოდა მხარდამჭერებს მონაწილეობა მიიღონ შაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ დემონსტრაციებში, რომელიც 2009 წლის გამოსვლებს მიეძღვნება, რომელიც მაჰმუდი აჰმადინეჯადის მაშინდელი კონსერვატიული მთავრობის მხარდასაჭერად გაიმართა და მიმართული იყო რეფორმისტების მიერ სადავო არჩევნების გამო გამოხატული პროტესტისადმი.
როგორც BBC იუწყება, მოელიან, რომ ათასობით ადამიანი ჩავა ავტობუსებით თეირანში დემონსტრაციაზე დასასწრებად.
„ირანულმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისი ხალხის უფლებებს, მათ შორის მათ უფლებას გამოხატონ თავიანთი თავი. მსოფლიო უყურებს“, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა „თვითერზე“, რომლის განცხადებაც მოგვიანებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „თვითერზეც“ გავრცელდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაჟინებით მოუწოდა ყველა სახელმწიფოს „საჯაროდ დაუჭირონ მხარი ირანელ ხალხს და მათ მოთხოვნებს უმთავრესი უფლებების დაცვისა და კორუფციის დასასრულებლად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.