NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება.
ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება NDI-ის მიერ გამოკითხულთა 28%, ეთანხმება - 31%, გამოკითხულთა მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა. გამოკითხულთა 21%-მა კი არ იცის, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილების მიმღები.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, 30%-ის აზრით, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. 6%-ის აზრით კი, სასურველია ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.
გამოკითხულთა 20%-მა არ იცის უნდა იყოს თუ არა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაში, 3%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.