შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეფერხება დიდი მოცულობის ზვავის ჩამოსვლამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.